უკრაინაში მებრძოლი საქართველოს კიდევ ერთი შვილი დაიღუპა – ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
„ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გმირულად დაეცა, საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა სერგო გორნაკაშვილი. დიდება მის გმირ სულს“, – წერს სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძე.
ნეტგაზეთი ინფორმაციის გადამოწმებას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს და მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!