ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ბრძოლაში გმირულად დაეცა საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა” – უკრაინაში სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, მოხალისე, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი მოხალისე, ვანო ნადირაძე აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით დაიღუპა.
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც რუსეთმა ხარკოვის ოლქისა და უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ინტენსიური შეტევები განაახლა. ვითარება ამ მიმართულებით დაძაბული რჩება. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ გადადის საზღვრის ამ მონაკვეთისკენ რუსული ჯავშანტექნიკა და ლოგისტიკურ-სამედიცინო საშუალებები რკინიგზის მეშვეობით. ტექნიკას ახალი საიდენტიფიკაციო ნიშანი აქვს მიხატული.
ვანო ნადირაძე წერს:
ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გმირულად დაეცა , საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა სერგო გორნაკაშვილი 💔😔
დიდება მის გმირ სულს

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.