ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინას მოკავშირეები დამატებით 21 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევენ

უკრაინას მოკავშირეები დამატებით 21 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევენ

1 აპრილს ბრიუსელში რამშტაინის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილმა თქვა, რომ მოკავშირეები უკრაინას 21 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ.
მისივე განმატებით, ამ თანხაში შედის 4,5 მილიარდი ფუნტი, რომელსაც გაერთიანებული სამეფო უკრაინას მიმდინარე წელს გადასცემს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, მისი ქვეყენა 2029 წლამდე 11 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს უკრაინას, უკვე დაპირებული თანხის გარდა.
ჰილმა აღნიშნა, რომ 2025 წელი იყო ომის კრიტიკული მომენტი მთავრობებისა და თავდაცვის ინდუსტრიებისთვის, რათა გაეძლიერებინათ მხარდაჭერა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა თქვა, რომ შეხვედრა იყო პროდუქტიული და რომ დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები ლიდერობენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაში. მას ასევე აღნიშნა, რომ ამერიკაც განაგრძობს უკრაინის დახმარებას უსაფრთხოების საკითხებში.
წყარო: publika.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.