არქივი9 აპრილი, 2025, 18:24
ევროკავშირმა 22 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელზე, საპასუხო ტარიფები დააწესა

ევროკავშირმა 22 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელზე, საპასუხო ტარიფები დააწესა
ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს საპასუხო ტარიფები 22 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელზე. კონკრეტულად ეს არის, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გასულ თვეში დაწესებული ტარიფების პასუხი ევროპულ ფოლადსა და ალუმინზე, იუწყება Euractiv.
ევროპული ტარიფები 10%-დან 25%-მდე იქნება აშშ-ს ზოგიერთ საქონელზე, მათ შორის თამბაქოზე, მოტოციკლეტზე, ფრინველზე, ფოლადსა და ალუმინს.
27 ქვეყნიდან 26-მა ხმა მისცა ამ ზომებს. ტარიფების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი გამოვიდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.