ბრიტანეთი და ნორვეგია უკრაინას 450-მილიონიან სამხედრო დახმარებას გაუწევენ

დიდი ბრიტანეთი ნორვეგიასთან ერთად უკრაინას გაუწევს დამატებით 450 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ თანხიდან 350 მილიონს ბრიტანეთი, ხოლო 100 მილიონს ნორვეგია გასცემენ.
თანხა განკუთვნილია დრონების, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების და რადარების წარმოებისა და ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის რემონტისა და სხვა საჭიროებებისთვის.
ლონდონმა გადაწყვეტილება გამოაცხადა უკრაინის დასახმარებლად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის წინ. ეს სხდომა დღეს, 11 აპრილს ბრიუსელში გაიმართება.
„რამშტაინის ფორმატის“ სახელით ცნობილი ჯგუფი 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ის აშშ-ის წინა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა და სხდომებს ყოველთვის აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა.
თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ვითარება შეიცვალა და შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ამ ჯგუფის თავმჯდომარეობაზე.
ბრიუსელში დღევანდელ სხდომას დიდი ბრიტანეთის და გერმანიის თავდაცვის მინისტრები ჯონ ჰილი და ბორის პისტორიუსი უხელმძღვანელებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: როგორც გავიგე მათი ორგანიზაციის მიზნებიდან, ამ ძვირფას “თამადა” კაცებს არ აკმაყოფილებთ კულტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და მეტიც, ქართული ეკლესიის მუშაობა, რადგან…

“ჯერ სამარეში არ გაციებულა დედა-შვილი, თქვენი შვილები უნდა ამღეროთ და ტაშ-ფანდურა გამართოთ? გორის მერს კოტე ბუზალაძეს სინდისი რომ ჰქონდეს, უნდა გადამდგარიყო, სწორედ მისი უთავბოლობით მოხდა ეს უბედურება!…”