ბელარუსის ტერიტორიაზე კვლავ შეფრინდა რუსული სამხედრო დრონი

ბელარუსის ტერიტორიაზე კვლავ შეფრინდა ერთ-ერთი რუსული დრონი, რომლებითაც რუსეთი უკრაინას ბომბავდა.
მონიტორინგის პროექტის, „ბელორუსკი გაიუნის“ მიხედვით, გამთენიისას, „შაჰედის“ ტიპის კამიკაძე დრონმა გომელის რაიონის სოფელ ლოევთან გადაკვეთა საზღვარი. დრონმა დაახლოებით 30 წუთი დაყო ბელარუსის ტერიტორიაზე.
„დრონი დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიბრუნდა და უკრაინის ტერიტორიაზე გაფრინდა. ის სლავუტიჩის რაიონში გაფრინდა“, – აღნიშნავს „ბელარუსკი გაიუნი“.
სანამ დრონი ბელარუსის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, ბარანოვიჩის აეროდრომიდან გამანადგურებელი აფრინდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, წუხელ ღამით რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი დრონი გაუშვა. მათი უმრავლესობა განადგურდა, თქვა ზელენსკიმ.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები არაერთხელ შეფრინდნენ მოსაზღვრე ქვეყნების საჰაერო სივრცეში, მათ შორის ნატოს ქვეყნებში – კერძოდ, ლატვიასა და რუმინეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში