ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ სევასტოპოლის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ ოკუპირებული სევასტოპოლის პორტზე ნეპტუნის ტიპის ფრთოსანი რაკეტით იერიში მიიტანა.
მოგვიანებით სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა განაცხადა, რომ რაკეტა ერთ-ერთი გემის ჩასაძირად იყო მიმართული და შეტევა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერია, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია.
Telegram-არხებში ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს პორტში გაჩენილი ხანძარი.
უკრაინის ოფიციალურ მხარეს შეტევაზე კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.