ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა ქალაქ ჩერნიგოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი

დღეს დილით რუსეთმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა.
ჩერნიგოვის მერის, ალექსანდრ ლომაკოს თქმით, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
"ჩერნიგოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება". - წერს ლომაკო Telegram-ზე.
ლომაკოს თქმით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა შენობები, ავტომობილები და ინფრასტრუქტურა.
"09:03 საათზე ქალაქში სამი აფეთქება გაისმა, ეს არის არა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, არამედ მჭიდროდ დასახლებული მიკრორაიონი, ეს არის პირდაპირი დარტყმა სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, რვასართულიან შენობაზე". - თქვა ლომაკომ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.