არქივი19 აპრილი, 2024, 06:25
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი
სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად.
ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, ქალაქ დნიპროში დაიღუპა 2, ხოლო ქალაქ სინელნიკოვოში 6 ადამიანი. ამ ქალაქებსა და კრივოი-როგში დაჭრილია 20-მდე ადამიანი.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.