არქივი26 სექტემბერი, 2026, 11:00
უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებულ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის კრასნოდარის მხარეში ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა. საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
თვითმხილველების ცნობით, აფეთქება კრასნოდარიდან 50 კილომეტრში, სევერსკის რაიონის ამავე სახელწოდების დაბაში მდებარე ა. შამარას სახელობის ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მოხდა.
ქარხანა რუსეთის სამხრეთში ერთ-ერთ წამყვან ნავთობგადამამუშავებელ საწარმოდ ითვლება, რომლის პროდუქციაც, მათ შორის, რუსული ძალების მომარაგებისთვის გამოიყენება.
ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.