მედია: უკრაინამ საზღვრიდან 1 500 კილომეტრში მდებარე ნავთობქარხანას დაარტყა

25 სექტემბერს ქალაქ პერმში მდებარე ნავთობქარხანაზე უკრაინის სავარაუდო თავდასხმის შემდეგ კადაღებული კადრებიExilenova Plus/Telegramტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, 25 სექტემბრის ღამის საათებში რუსეთის ქალაქ პერმში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ხანძარი გაჩნდა, ხოლო ულიანოვსკში ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ ქარხანა “ისკრაზე” დრონებით იერიში მოხდა.
Exilenova Plus წერს, რომ პერმის ნავთობქარხანასთან ხანძარი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენიშნეს. ქარხანა უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 1 500 კილომეტრში მდებარეობს.
ამავე არხის ინფორმაციით, იერიშის სამიზნე ულიანოვსკში მდებარე ქარხანა “ისკრაც” იყო, რომელიც კავშირგაბმულობისა და რადიოელექტრონული მოწყობილობებისთვის კომპონენტებს აწარმოებს.