ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარე ნავთობქარხანას დრონებით კვირაში მეორედ დაარტყა

18 ივნისის დილის საათებში უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე დრონებით განმეორებითი იერიში მიიტანა, რის ფარგლებშიც კვირაში მეორედ დაარტყეს კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.
ტელეგრამ-არხ Exilenova-ს ინფორმაციით, წინასწარი გეოლოკაციის შედეგად დგინდება, რომ ნავთობქარხანაზე უკრაინული დრონებით დარტყმის შედეგად ხანძრის ხუთი კერა გაჩნდა.
ამასთან, Exilenova-ს მიხედვით, კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით მიტანილი იერიშის დროს, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან უკრაინული დრონების წინააღმდეგ გამოყენებული რადიოელექტრონული ზომების ან რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემით დარტყმის შედეგად, მოსკოვში მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.
უკრაინამ ამავე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში 16 ივნისსაც მიიტანა, რის შემდეგაც Reuters-მა დაწერა, რომ თავდასხმის გამო  მოსკოვის რეგიონის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მუშაობის შეწყვეტა მოუწია.
Reuters: უკრაინის თავდასხმის გამო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.