ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ კრემლიდან 15 კმ-ში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყა

16 ივნისის დილის საათებში უკრაინამ მოსკოვის ოლქზე სხვადასხვა ტიპის დრონებით იერიში მიიტანა, რის ფარგლებშიც კრემლიდან 15 კმ-ში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.
ტელეგრამ-არხ Exilenova-ს მიხედვით, აღნიშნული ნავთობქარხანა მოსკოვის საწვავის ბაზრის 40%-ს, და ზოგადად ოლქის ბენზინის ბაზრის 70%-ს, ამარაგებს.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ დრონებით დარტყმის შემდეგ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.