უკრაინელებმა დღეს მოსკოვის ნავთობქარხანას დაარტყეს
ეს საწარმო „გაზპრომს“ ეკუთვნის და სიმძლავრით მერვეა რუსეთში. ის წელიწადში 10,5 მლნ ტონა ნავთობს ამუშვებს.
ზოგიერთი მონაცემებით, მოსკოვი და მოსკოვის ოლქი საწვავის 40%-ით ამ ქარხნიდან მარაგდება. საწარმო კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.
გარდა ამისა, უკრაინელებმა ხელმეორედ დაარტყეს უსტ-ლაბინსკის ნავთობბაზას, რომელიც კრასნოდარის მხარეში მდებარეობს. ასევე დაიბობმა იაროსლავის ოლქში მდებარე პალკინოს ნავთობსაქაჩ სადგურს. ეს სადგური მნისნელოვან როლს თამაშობს მოსკოვის ნავთობით მომარაგებაში.
Energy Intelligence-ის შეფასებით, რუსეთი ყველაზე მწვავე ენერგეტიკულ კრიზისში იმყოფება. უკრაინელთა დარტყმებმა ნავთობის წარმოება მესამედით შეამცირეს. რუსეთის უმსხვილესი 10 საწარმოდან 8 დრონების თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
Energy Intelligence აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა დაიწყეს მეორადი გადამუშვების დანადგარებზე დარტყმა. ამ ტექნოლოგიურ მონაკვეთზე უშუალოდ ბენზინისა და დიზელის წარმოება ხდება. ამ დანადგარების რემონტი ძვირია და გრძელდება თვეები, სანქციების პირობებში კი მათი აღდგენა კიდევ უფრო რთულდება.
საწვავის დეფიციტმა მოიცვა რუსეთის 25 რეგიონი, მათ შორის, მოსკოვი, პეტერბურგი, კუსბასი, ულიანოვსკი, თათარსტანი და ნიჟნი ნოვგოროდი. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა ყირიმსა და როსტოვში.
დეფიციტთან ერთად საწვავი გაძვირდა კიდეც 30-45%-ით.
შეზღუდვები დაწესდა არამარტო ბენზინგასამართ სადგურებზე. პეტერბურგის, უფას, ეკატერინბურგისა და კიდევ 6 ქალაქის აეროპორტებში საავიაციო საწვავზე შეზღუდვები დაწესდა.
საწვავის დეფიციტი პრობლემად იქცა აგრარული სექტორისთვის სადაც ახლა სეზონური სამუშაოები იწყება. როგორც ერთ-ერთმა ვორონეჟელმა ფერმერმა განაცხადა, საწვავი მათ 2-ჯერ გაუძვირდათ, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ დიზელი არ არის და არც არავინ იცის როდის იქნება.
Energy Intelligence-ის შეფასებით, კრიზისი გამწვავებისკენ მიდის, რადგან ტრადიციულად საწვავის მოხმარების პიკი დგება აგვისტო-სექტემბერში.




