ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ იტალიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინამ იტალიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინამ და იტალიამ უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაიწყეს.
„იტალიის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდება ჩვენი სახელმწიფოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ, რომელიც უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ჟოვკვამ აღნიშნა, რომ უკრაინამ კონსულტაციები „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ყველა სახელმწიფოსთან დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.