ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკანონო პატიმრობა 24 საათით - გურიაში დაკავებულს ხელბორკილები ვერ მოხსნეს (ვიდეო)

უკანონო პატიმრობა 24 საათით - გურიაში დაკავებულს ხელბორკილები ვერ მოხსნეს (ვიდეო)

ოზურგეთის პოლიციაში დაკავებული მოქალაქე 24 საათის განმავლობაში ვერ გაათავისუფლეს, რადგან სამართალდამცველებმა მას ხელბორკილები ვერ მოხსნეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო "გურიის მოამბემ" მოიპოვა.

გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად პოლიციაში მიზეზად ხელბორკილების მექანიზმის დაზიანება დაასახელეს, თუმცა, მოგვიანებით "გურიის მოამბეს" წყარომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობა, რომ ერთ-ერთ პოლიციელს ხელბორკილების გასაღები დარჩა და ის თურქეთში სავაჭროდ გადავიდა.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.