არქივი25 ივლისი, 2026, 00:47
ექიმ გიორგი ახობაძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს (ვიდეო)
ექიმ გიორგი ახობაძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. შსს-ს თანამშრომლების განმარტებით, ამ დროისთვის ის მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გადაჰყავთ.
მედიკოსისა და სამოქალაქო აქტივისტის სახლში ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
შსს-ს თანამშრომლებმა გიორგი ახობაძეს დადგენილება წაუკითხეს. დაკავებული ექიმი პოლიციის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ საქმე "ჩამდები პოლიციელების შესახებ არის" და ეკითხებოდა, მოსწონთ თუ არა თავიანთი თანამშრომლები, რომლებიც "ჩამდებები" არიან.
- ცნობისთვის, მას სასამართლომ 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.