უკანასკნელ ორ დღეში ვხედავთ “ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას – გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე

უკანასკნელ ორ დღეში ვხედავთ “ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას – გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე
ვხედავთ ჩვენ უკანასკნელ ორ დღეში “ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას – გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე, – წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც მან აღნიშნა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება ფაქტიურად ხელიდან აცლის მათ ძირითად ნარატივს – “გაყალბებულ არჩევნებზე” ოპოზიციური გოდებისა და წუხილის სახით.
მისივე თქმით, დანარჩენი ორი – “რუსული თემა” და “წართმეული ევროპა” იმდენად ხელოვნური, “ლირიკული” და აცდენილია რეალობას, რომ დესტრუქციის აგების გრძელვადიან პერსპექტივებს ვერ იძლევა. “”ოპოზიციას” და მათ მიერ ქუჩაში გამოყვანილ აქციონერებს “ცენტრიდან” რა თქმა უნდა ეძლევა სხვადასხვა შინაარსის დავალებები – რაც უნდა იცოდეს “იუპიტერმა” არ უნდა იცოდეს “ხარმა”.
ზე-ამოცანა კი ჯდება ლიბერალური ფაშიზმის დროებით კატაკომბურ მდგომარეობაზე გადასვლის საერთაშორისო დოქტრინაში: გაურკვეველი ვადით გარდაუვალ მმართველობით “ჩრდილში” გადანაცვლების წინ – ტრამპის ადმინისტრაციას დაახვედრონ მაქსიმალური ოდენობით ჩადებული ნაღმები ყველა სტრატეგიული მიმართულებით. მათ შორის – საქართველოში. მათ შორის – სამხრეთ კავკასიაში. “ხარების” დონეზე ამ ამოცანების ჩაშლა საჭირო არაა – მით უმეტეს, რომ ვერც მიხვდებიან. მათ დონეზე საკმარისია “ტრიპტიხი” – “, რუსულმა, რუსი”, საკმარისია – “ევროპას გვართმევენ” და რა თქმა, დღის წესრიგში აკვიატებულად რჩება – “ გაგვიყალბეს”.
ამ უკანასკნელ ნარატივში რა დიდი იმედები ჰქონდათ დამყარებული ეუთო/ოდირის დასკვნებზე – ყველას მოგეხსენებათ. ამიტომაც ვხედავთ ჩვენ უკანასკნელ ორ დღეში “ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას – გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე.
ეს უტყუარი ფაქტი “ოპოზიციის” ყველა დონეზე: ლიდერებიდან – მედია საშუალებებამდე, მაქსიმალურად არ შუქდება და არ არის გამორიცხული, სულ ცოტა ხანში ეუთო/ოდირის კომისიაზე მათი მხრიდან თავდასხმისა და ბულინგის საბაბიც გახდეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება ფაქტიურად ხელიდან აცლის მათ ძირითად ნარატივს – “გაყალბებულ არჩევნებზე” ოპოზიციური გოდებისა და წუხილის სახით.
დანარჩენი ორი – “რუსული თემა” და “წართმეული ევროპა” იმდენად ხელოვნური, “ლირიკული” და აცდენილია რეალობას, რომ დესტრუქციის აგების გრძელვადიან პერსპექტივებს ვერ იძლევა. ამიტომ ჩვენი მხრიდან შემდგარი არჩევნების აღიარების ფაქტზე აპელირებას მათთვის მოსაბეზრებელი და მოსასმენად აუტანელი ხასიათი უნდა მიეცეს. ყველა დონეზე!!!” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება