პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ვოლსკი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაზე - დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ - ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისათვის

გია ვოლსკი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაზე - დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ - ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისათვის

დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ… ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი წერს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას განცხადებას აზიარებს, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა.
მისივე თქმით, როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR ის მისიის ხელმძღვანელმა.
„დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ…
ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისათვის.
როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR ის მისიის ხელმძღვანელმა“, - წერს გია ვოლსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.