ადგილი აქვს ოპოზიციის, მათი მედია საშუალებების და პარტნიორების მხრიდან ეუთოს არა მარტო იგნორს, არამედ მასზე თავდასხმას

დღესდღეობით ეუთო არის ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და მისი იგნორირება ყოვლად დაუშვებელია. დღეს კი სამწუხაროდ ადგილი აქვს როგორც ოპოზიციის, მათი მედია საშუალებების და პარტნიორების მხრიდან ეუთოს არა მარტო იგნორს, არამედ მასზე თავდასხმას.
არ იმჩნევენ ეუთოს კოორდინატორის პასკალ ალიზარდის 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებას, არ იმჩნევენ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებას, სადაც აღიარებულია ჩვენი და მისი ლეგიტიმაცია, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, საზოგადოება უნდა მიხვდეს რასთან გვაქვს საქმე, ეს არის სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლეს, რომელიც მართველი პარტიის მხარესაა, იმხელა ძალა აქვს, ვერავინ მოერევა. “ვინც არ იცის რას წარმოადგენს ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის (ეუთო) ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1995 წლიდან, ეს მათთვის, ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 57 ქვეყანა და რომელიც თავის საქმიანობას ეწევა ბევრ ქვეყანაში. მის მიერ დადებული დასკვნის შემდეგ ქვეყნები აფასებენ არჩევნებს, ასე იყო ადრე და ასეა დღესაც.
დღესდღეობით ეუთო არის ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და მისი იგნორირება ყოვლად დაუშვებელია. დღეს კი სამწუხაროდ ადგილი აქვს როგორც ოპოზიციის, მათი მედია საშუალებების და პარტნიორების მხრიდან ეუთოს არა მარტო იგნორს, არამედ მასზე თავდასხმას. არ იმჩნევენ ეუთოს კოორდინატორის პასკალ ალიზარდის 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებას, არ იმჩნევენ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებას, სადაც აღიარებულია ჩვენი და მისი ლეგიტიმაცია.
სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორები, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, არაფრად აგდებენ ამ მეტად ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნას. საზოგადოება უნდა მიხვდეს რასთან გვაქვს საქმე, ეს არის სპეცოპერაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლეს, რომელიც მართველი პარტიის მხარესაა, იმხელა ძალა აქვს, ვერავინ მოერევა. სულ მალე მოვა დრო, ყველაფერი გამჟღავნდება და სიმართლე თავის გზას იპოვის”, – წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას