არქივი22 ნოემბერი, 2023, 12:04
„უამრავი ადამიანი შეეწირა ვარდების რევოლუციის შედეგებს, ასეთ დროს, ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა არის უბრალოდ თავხედობა“ – ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:
“ვარდების რევოლუციამ” ქვეყანას მოუტანა ადამიანების უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, ადამიანების წამების სისტემური პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, არჩევნების გაყალბება და ა.შ., ეს ძალიან გრძელი სიაა. უამრავი ადამიანი შეეწირა ვარდების რევოლუციის შედეგებს, ასეთ დროს, “ნაცმოძრაობის” მხრიდან ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.