ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვარდების რევოლუციის" შედეგებს უამრავი ადამიანი შეეწირა - ასეთ დროს, "ნაცმოძრაობის" მხრიდან, იუბილეს აღნიშვნა, უბრალოდ, თავხედობაა - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ხვალ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა, თავხედობაა:
"ვარდების რევოლუციამ" ქვეყანას მოუტანა ადამიანების უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, ადამიანების წამების სისტემური პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, არჩევნების გაყალბება და ა.შ., ეს ძალიან გრძელი სიაა. უამრავი ადამიანი შეეწირა ვარდების რევოლუციის შედეგებს, ასეთ დროს, "ნაცმოძრაობის" მხრიდან ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.