ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2023

ენმ-ის დაპირისპირებული ფლანგების მზადება დიდი შეკრებისთვის – გაიყოფა თუ არა პარტია
“მესამე ძალის” კონტურები – დავით ზურაბიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის კანდიდატებსა და სავარაუდო ლიდერზე
ბჟანიამ არასამთავრობოების რეგულირების დოკუმენტი მცირედ შეარბილა და ხელი მოაწერა – რას ითვალისწინებს აფხაზური ნორმა
* * *
ენმ-ის დაპირისპირებული ფლანგების მზადება დიდი შეკრებისთვის – გაიყოფა თუ არა პარტია
ენმ-ს დიდ შეკრებამდე საათებით ადრე საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რა შინაარსის მანიფესტზე ეპატიჟება ექსპრეზიდენტი პარტიის წევრებს, რომლებმაც ხელი უნდა მოაწერონ. როგორც მანამდე ცნობილი გახდა, „ნაცმოძრაობა” 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს აღნიშნავს, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ პარტიაში შექმნილი ვითარების გამო არ ეზეიმებათ. ხელისუფლება კი საერთოდაც ამას თავხედობაში უთვლის. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, ოფიციალურად გაირიცხება. ჯერჯერობით ს და მისი ფლანგის პოზიცია უცნობია, თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დიდი მნიშვნელობა ექნება თავად მანიფესტის ტექსტის შინაარსს, რომლის დეტალები, ამ დრომდე არავის გაუხმაურებია. ხოლო თუ ნიკანორ მელიამ და მისმა მომხრეებმა შეკრებისას დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, მაშინ მანიფესტი პარტიის გამყოფი აღმოჩნდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ენმ-ის დაპირისპირებული ფლანგების მზადება დიდი შეკრებისთვის – გაიყოფა თუ არა პარტია.
“სააკაშვილმა შეკრების წინ ვრცელი ფეისბუქ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იხსენებს თუ საიდან გაჩნდა “ნაციონალური მოძრაობის” იდეა, წერს, რომ ერთ დროს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ძალები გაერთიანდნენ, როგორც ში, ისე საქართველოში. წერს, რომ “გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ძალები მთლიანად გაერთიანდა და “ც” ამის შედეგი იყო”. “ახლაც ჩემს ფუნქციად ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას და ვისთანაც ამ ეტაპზე გაერთიანება ვერ ხერხდება, მათთან მოგვიანებით მისასვლელი გზის … ზოგი გაერთიანება ახლავე მოხდება, ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება. საბოლოო ჯამში, ძალა ერთობაშია!” – წერს მიხეილ სააკაშვილი. “ნაცმოძრაობის” წევრები შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და ლიდერის თავისუფლების აღკვეთას გლოვობდნენ და არა ტაშ-ფანდურს აწყობდნენ “ვარდების რევოლუციის” 20 წლის თავზე. რა ეზეიმებათ?! – ამის შესახებ “გირჩის”დეპუტატმა, მ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მორალურად, რამდენად სწორია “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავის აღნიშვნა. ხვიჩია ფიქრობს, რომ “ნაცმოძრაობაში” ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, “ქართული ოცნების” თავჯდომარის თქმით, “ნაცმოძრაობის” მხრიდან “ვარდების რევოლუციის” იუბილეს აღნიშვნა “არის თავხედობა და მეტი არაფერი”. “ვარდების რევოლუციამ” ქვეყანას მოუტანა შემდეგი – ეს იყო ადამიანის უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, ადამიანის წამების სისტემური პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, ტელევიზიების მიტაცება და სრული მონოპოლიზაცია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის გადაცემა ს ფედერაციისთვის, არჩევნების ტოტალური გაყალბება და ეს ძალიან გრძელი სიაა. უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა “ვარდების რევოლუციის” შედეგებს. ასეთ დროს “ნაცმოძრაობის” მხრიდან “ვარდების რევოლუციის” იუბილეს აღნიშვნა არის თავხედობა და მეტი არაფერი”, – განაცხადა მ. მისივე თქმით, “ორი კომიკური ფიგურა – აქეთ ხაბეიშვილი, იქით მელია ყოველდღიურად საზოგადოებას უზიარებენ წყენას ერთმანეთის მიმართ და ასეთ პირობებში რა მანიფესტი უშველის “ნაციონალურ მოძრაობას”. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პარტიის მომავალზე საუბრისას პირველ რიგში მნიშვნელოვანია მანიფესტის შინაარსი. მისი თქმით, თუ მელიამ ხელი არ მოაწერა, ენმ ორად გაიყოფა, თუმცა თუ მისთვის მისაღები აღმოჩნდა, მაშინ როგორც პოლიტიკოსი განულდება”, – განაგრძობს გამოცემა.
“მანიფესტოს ტექსტი საჯარო სივრცეში არავის უნახავს. ენმ-ს საათი საერთოდ გათიშულია, არაფერი იძებნება, არც მათ “ფეისბუქ” გვერდზე დევს რამე, თუ რა შინაარსის და პათოსის იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რა ტიპის ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე “ნაცმოძრაობის” სახით. საქმე უფრო ენმ-ს მმართველობის სტილშია, ეს არანაირად არ ჯდება იმ ჩარჩოებში, რაც დემოკრატიული ქვეყნების პარტიების მართვის სტილისთვისაა დამახასიათებელი. წარმოიდგინეთ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, თუნდაც ერთ დროს პარტიის დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმა ასე ვოლუნტარულად ბრძანა, რომ პარტიის პოლისტსაბჭოს თავზე ვიღებო. ასევე მანიფესტი მოახვია თავზე, როდესაც პარტიას თავისი პოლიტსაბჭო და თავმჯდომარე ჰყავს, მათ კი არქიფო სეთურის არ იყოს, მორჩილად დაუკრეს თავი, ეს მანიფესტი მიიღეს და მასზე ხელისმოწერას აპირებენ. ამის მერე, „ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია კი განაცხადოს პრეტენზია იმაზე, რომ ის დემოკრატიული პარტიაა და დემოკრატიული წესებით იმართება?”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული პარტიის ყველა ატრიბუტები აქვს, ეს გაერთიანება არატრადიციული პოლიტიკური პარტიაა. ეს სექტისმაგვარი გაერთიანებაა, რომელსაც ერთი ბელადი ჰყავს და მას ყველა წევრი უსიტყვოდ ემორჩილება. ამის მერე კი ჩემთვის პირადად საინტერესო არაა მოაწერს თუ არა მანიფეტს მელია ხელს, ან ზოგადად ვინ მოაწერს. თუ ნიკანორ მელიამ და მისმა მომხრეებმა მანიფესტს ხელი არ მოაწერეს, მაშინ მანიფესტი პარტიის გამყოფი იქნება. მელიას ფრთას პარტიის დატოვება მოუწევს. თუ მაინც მოაწერეს ხელი, მაშინ მელიას ისედაც დიდი არაფერი რეიტინგი ჰქონდა და როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი განულდება. მაშინ გამოდის, რომ მთელი ეს მისი ხმაური და აჟიოტაჟი, რაც ენმ-ში არაფორმალური მმართველობის მიმართ იყო, სიყალბე ყოფილა”, მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“გასაგებია, რომ კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ხაბეიშვილი არსად არც წავლენ და არც ეს კავშირები გაწყდება, რათ მათ შორის არსებობს და თუ მელიამ ეს გზა აირჩია, ეს უკვე მისი გადასაწყვეტი იქნება, ამით ის საკუთარ თავს, როგორც პოლიტიკოსს დაიმარხავს და წამოსვლის შემთხვევაში კი მცირე შანსი ჯერ კიდევ აქვს”, – დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თავად ტექსტის შინაარსი, და არაა გამორიცხული, რომ ის მელიასთვის მისაღები აღმოჩნდეს. “აზრები თავად პარტიაშიც გაყოფილია, ნაწილი მოითხოვს, რომ მელია პარტიაში არ იყოს, ნაწილის პოზიცია ამის საწინააღმდეგოა, თავად სააკაშვილმაც განაცხადა, რომ ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს. დიდი მნიშვვნელობა აქვს იმას მანიფესტის ტექსტი რა შინაარსისაა, შესაძლოა მელიასთვის მისაღები იყოს და ხელი მოაწეროს, თუმცა ვნახოთ ყველაფერს შეკრებისას გავიგებთ”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ “რეზონანსთან”, – წერს სტატიის ავტორი.
“მესამე ძალის” კონტურები – დავით ზურაბიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის კანდიდატებსა და სავარაუდო ლიდერზე
“ნებისმიერ გაერთიანებას შემკვრელი ფაქტორი სჭირდება, ასეთი ფაქტორში მე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვხედავ. ის შესაძლოა შემკვრელად გამოდგეს, სადაც იქნება “ლელოც”, გახარიაც, ელისაშვილიც, გოცირიძე-დეკანოიძე და ბევრი სხვა – ამის შესახებ “რეზონანსთან” ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, წვრილი ოპოზიციური პარტიების გამოსავალზე საუბრისას. მანამდე რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა წამოაყენა ინიციატივა, თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს გაერთიანება 5%-იანი ბარიერის პირობებში”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მესამე ძალის” კონტურები – დავით ზურაბიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის კანდიდატებსა და სავარაუდო ლიდერზე.
“ნებისმიერ გაერთიანებას შემკვრელი ფაქტორი სჭირდება, ასეთი ფაქტორში მე სალომე ზურაბიშვილს ვხედავ, ის რომ პრეზიდენტი არ იყოს და ერთ-ერთი ლიდერი იყოს, ცხადია ასეთი შემკვრელი ვერ იქნებოდა, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, რომელმაც კანდიდატის სტატუსზე სერიოზული როლი ითამაშა, ის შესაძლოა შემკვრელად გამოდგეს, სადაც იქნება “ლელოც”, გახარიაც, ელისაშვილიც, გოცირიძე-დეკანოიძე და ბევრი. და ევროინტეგრაცია ეს ის ქოლგაა, რომელიც ასეთ გაერთიანებას შესაძლებელს გახდიდა. ეს გაერთიანება იმას კი არ იყვირებს, რომ რუსეთის იმპერია გავხდებით, არამედ იტყვის, რომ ევროკავშირში ერთად მივდივართ. თუ არანაცურ გაერთიანებაზეა ლაპარაკი, გახარიას პარტიის ამოგდება შეცდომაა, თუ თავად უარს არ იტყვის”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ხელისუფლების კრიტიკას ვერ ავცდებით, რადგან ხანდახან ისეთ რამეს სჩადის, რომ ამაზე არაფერი არ თქვა, არ გამოვა, მაგრამ მთავარი მესიჯი პოზიტიური უნდა იყოს და აქცენტს იმაზე უნდა აკეთებდეს თუ “ოცნებას” რითი სჯობს, და არა იმაზე თუ რა ცუდია. თუ ამ ორი დიდი ძალისგან ენმ-სგან და “ოცნებისგან” პრინციპულად გამიჯნული არ ხარ, ვერანაირ მესამე ძალად ვერ ჩამოყალიბდები, ეს გამორიცხულია. ხელისუფლებაში ორივეს მოსვლა ერთნაირად მიუღებელი უნდა იყოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში დააფიქსირებ განსხვავებას. თუ პრეზიდენტის ეგიდით სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ არანაცური პარტიების გაერთიანება მოხდა, ეს წვრილი პარტიებისთვის კარგი იქნება. ჯაფარიძის “გირჩი” ენმ-სთან ალიანსში უფრო იპოვის თავის თავს, ვიდრე, ამ გაერთიანებაში, თუმცა სალომეს ქოლგა ამასაც აიტანდა, “დროასთან” ერთად”, – დასძენს დავით ზურაბიშვილი.
ბჟანიამ არასამთავრობოების რეგულირების დოკუმენტი მცირედ შეარბილა და ხელი მოაწერა – რას ითვალისწინებს აფხაზური ნორმა
“ოკუპირებული ს დე ფაქტო პრეზიდენტმა შედარებით დაარბილა უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის რეგულაციები და ამიერიდან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ, იქ მუშაობა არ აეკრძალებათ, როგორც ეს საწყის დოკუმენტში იყო განსაზღვრული. “უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების გარკვეული ღონისძიებების შესახებ ცვლილებების” დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დააფიქსირონ აფხაზეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციების სახელწოდებები, რომლებიც თავიანთი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში ჩაერთვებიან. პროექტის განხორციელების ეტაპების გარდა, ახლა აუცილებელია მიუთითოთ თითოეული განხორციელებული ღონისძიება და მისი დაფინანსების ოდენობა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბჟანიამ არასამთავრობოების რეგულირების დოკუმენტი მცირედ შეარბილა და ხელი მოაწერა – რას ითვალისწინებს აფხაზური ნორმა.
“ამასთან, ინფორმაცია არაკომერციული ორგანიზაციისა და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ უნდა წარედგინოს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს; მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცედურა შესაბამისი ღონისძიების განხორციელებისათვის (მათ შორის ხელმოწერისათვის დაგეგმილი ხელშეკრულებების პროექტები) და დაფინანსების ოდენობა შესაბამისი პროგრამის განხორციელების ფარგლებში. მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იმუქრებოდა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაწყვეტით, რომლებმაც სეპარატისტული რესპუბლიკა ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარეს – ანუ, პრინციპში, ყველა მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან. როგორც “რეზონანსთან” ექსპერტები ამბობენ, თავად აფხაზეთშიც კი “ამ ავანტიურას” დიდი მხარდაჭერა არ ექნება. ამასთან, ფიქრობენ, რომ ეს საკითხი ერთგვარად დაკიდებულ მდგომარეობაშია და მანამ იქნება ასე, სანამ “უკრაინის საკითხს ფორმა არ მიეცემა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ეხო კავკაზას” ინფორმაციით, 16 ნოემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შესაძლოა შეაჩეროს გაეროს სააგენტოს პროექტები, რომლებმაც უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, ეს აღიქმება, როგორც არაგამჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ სოხუმის რეჟიმის ეს დოკუმენტი “უცხოური აგენტების” შესახებ ქართული კანონის ანალოგიურია”, – დასძენს გამოცემა.
“რუსეთმა აფხაზეთშიც ვერ მოახერხა გაეტანა ის კანონი, რაც საქართველოში ჩაუვარდა – კანონი “უცხოეური აგენტების” შესახებ. ჩაუვარდა თბილისში და ჩაუვარდა სოხუმშიც. რუსეთი შემოვლითი გზებით ცდილობს რომ როგორმე გააკონტროლოს აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, ამიტომ შემოიღეს მკაცრი რეგისტრაციის რეჟიმი, როცა ყოველი ღონისძიება, ყოველი შეხვედრა, ყოველი კონფერენცია უნდა იყოს შეთანხმებული. ასევე მკაცრდება კონტროლი დონორებსა და პარტნიორ ორგანიზაციებზეც, მკაცრდება რეგისტრაცია, ყოველ სამ თვეში ერთხელ ტარდება თუ არა ღონისძიებები, მაინც უნდა მოხდეს ამის დაფიქსირება. მუდმივი კონტროლის ქვეშ აჰყავთ არასამთავრობო ორგანიზაციები. რა შედეგებს მოიტანს? ეს იქნება უფრო მეტი შეზღუდვა და უფრო მეტი ბიუროკრატია. იმის იმედი აქვთ, რომ რუსები დაქანცავენ დონორებს ანგარიშვალდებულებებით, უფრო მეტი ფორმალურობა იქნება, და ამ ფონზე ნაკლებად აქტიური იქნება სამოქალაქო სექტორი”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება, განცხადებას ავრცელებს