არქივი7 თებერვალი, 2024, 11:38
უამინდობის გამო 7 თებერვალს რამდენიმე რეისი უქმდება – რკინიგზა
საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები:
· ბათუმი-თბილისი №801
· ზუგდიდი-თბილისი № 869
· თბილისი-ბათუმი № 804
· თბილისი-ფოთი 874.
ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები:
· ზესტაფონი-ხაშური №6446
· ხაშური-ზესტაფონი №6418
· და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.
როგორც რკინიგზის განცხადებაშია ნათქვამი, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.