„საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, მოლითში მეწყერი ჩამოწვა და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას – უამინდობის გამო უქმდება 7 თებერვლის რეისებიც

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, უხვი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას.
როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკრეტულად, ზუგდიდი-თბილისის (869), -თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.
„აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე“,-აღნიშნავენ „საქართველოს რკინიგზაში“.
მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ, 7 თებერვალს, შემდეგი რეისები უქმდება:
თბილისი- (802),
თბილისი-ზუგდიდი (870),
თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
ბათუმი-თბილისი (803),
ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
-თბილისი (873),
ხაშური-ზესტაფონი (6446)
ზესტაფონი-ხაშური (6417).
„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს