არქივი6 თებერვალი, 2024, 19:38
დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, 7 თებერვალს რვა რეისი უქმდება
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ, 7 თებერვალს გარკვეული რეისები უქმდება.
კერძოდ, საქართველოს რკინიგზის ცნობით, უქმდება თბილისი-ბათუმის (802), თბილისი-ზუგდიდის (870), თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისის (12/18), ბათუმი-თბილისის (803), ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისის (11/17), ფოთი-თბილისის (873), ხაშური-ზესტაფონის (6446), ზესტაფონი-ხაშურის რეისები (6417).
საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.