არქივი24 ნოემბერი, 2024, 14:00
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები გადაიდო ან გაუქმდა

რეისები, რომელიც დღეს გამთენიისას თბილისის აეროპორტს უნდა მიეღო, ერევანსა და ტრაპიზონში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, მიზეზი ნისლი იყო, რის გამოც აეროპორტმა ვერ შეძლო თვითმფრინავების მიღება-გამგზავრება.
თბილისის აეროპორტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ რეისები ყოვნდება. როგორც ჩამოფრენის, ასევე გამგზავრებისაც.
"მთავარი არხი" ოფიციალური ინფორმაციის მიღებას აეროპორტისგან ელოდება.
განახლება: ამ დროისთვის, თბილისის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.