ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის ჩვეული რეჟიმით მუშაობს - ფრენების ნაწილის გადადება და გაუქმება უამინდობამ გამოიწვია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის ჩვეული რეჟიმით მუშაობს - ფრენების ნაწილის გადადება და გაუქმება უამინდობამ გამოიწვია

ნისლისა და ძალიან დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო - ამ დროისთვის, საჰაერო მიმოსვლა აღდგენილია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუმარტეს, თბილისის აეროპორტმა, დილით, 10:00 საათიდან ჩვეული რეჟიმით განაახლა მუშაობა.
“აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გუშინ ნისლი იყო და ხილვადობა ძალიან დაბალი იყო. რეისების ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო. დილის 10:00 საათიდან ჩვეული რეჟიმით ვმუშაობთ“, -აღნიშნავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.