უამინდობის გამო, თბილისის აეროპორტიდან ყველა ფრენა გადაიდო

ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო რამდენიმე საათით. საჰაერო მიმოსვლა ამჟამად აღდგენილია.
როგორც აეროპორტის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, წუხელ დაგეგმილი ფრენებიდან მხოლოდ ერთი შესრულდა. რის შემდეგაც, აეროპორტი ვერც საჰაერო ხომალდების მიღებას ახერხებდა, ვერც – გაშვებას:
“უამინდობის გამო გადაიდო ყველა ფრენა. ძალიან ძლიერი ნისლი იყო და შეუძლებელი იყო თვითმფრინავების მიღებას და მათ მოუწიათ უკან გაბრუნება. წუხელ ცოტა ხნით გამოიდარა და მხოლოდ ერთმა ხომალდმა მოახერხა გაფრენა. საჰაერო მიმოსვლა უკვე აღდგენილია,” – განაცხადეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა