ტრამპს არჩევნებში კენჭისყრა კოლორადოს შემდეგ კიდევ ერთმა შტატმა აუკრძალა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, პირველად არჩევნებში (პრაიმერიზში) კენჭისყრა აეკრძალა მეინის შტატში. გადაწყვეტილება შტატის სახელმწიფო მდივანმა შეინ ბელოუზმა მიიღო.
შესაბამისად, მეინის შტატი, აშშ-ის კოლორადოს შტატის შემდეგ, მეორე იქნება, სადაც საპრეზიდენტო საარჩევნო ბიულეტენში ტრამპის სახელის შეტანა აიკრძალა.
ბელოუზმა, ისევე როგორც კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ, ტრამპის წინააღმდეგ გადაწყვეტილება დააფუძნა კონსტიტუციის მე-14 შესწორებაზე, რომელიც კრძალავს ამბოხებაში მონაწილეთა თანამდებობაზე დანიშვნას. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი შეინ ბელოუზი, ტრამპის მრავალი ოპონენტის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ცდილობდა და თავისი მხარდამჭერები აიძულა, 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმში შეჭრილიყვნენ.
მსგავსი სარჩელი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მანამდე კიდევ რამდენიმე შტატის სასამართლოებში შევიდა. ნოემბერში მინესოტის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა აეკრძალა ყოფილი პრეზიდენტისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მიჩიგანის სასამართლომ – საფუძვლით, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის დისკვალიფიკაცია პოლიტიკური და არა სამართლებრივი საკითხია – დაადგინა, რომ ტრამპის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ქვეყნის კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს და არა სასამართლომ.
რამდენიმე შტატის უზენაესი სასამართლოების წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებების შემდეგ, ამ საკითხზე გადაწყვეტილების საბოლოო უფლებამოსილება ქვეყნის უზენაეს სასამართლოს რჩება. ოთხშაბათს კოლორადოს რესპუბლიკურმა პარტიამ აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართა შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების შედეგად „რესპუბლიკური პარტიის წამყვანი კანდიდატის პირველადი და საყოველთაო არჩევნებისგან ჩამოშორება, ცვლის ამერიკული დემოკრატიის კურსს“.
აშშ-ის უზენაესი სასამართლო, სავარაუდოდ, სარჩელის განხილვას მალე დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?