ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა

ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა. ეს გახდა მეორე შტატი, კოლორადოს შემდეგ, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.
მეინის სახელმწიფო მდივანმა, დემოკრატმა შენნა ბელოუსმა დაასკვნა, რომ ტრამპმა, გამოიწვია აჯანყება, როცა მან გაავრცელა ცრუ პრეტენზიები გაყალბების შესახებ 2020 წლის არჩევნებთან დაკაშვირებით და შემდეგ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, წასულიყვნენ კაპიტოლიუმისკენ.
"აშშ-ს კონსტიტუცია არ მოითმენს თავდასხმას ჩვენი მთავრობის საფუძვლებზე", - განაცხადა მან.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შტატის უზენაეს სასამართლოში. ტრამპის კამპანიამ განაცხადა, რომ ის სწრაფად გააპროტესტებენ "საშინელ" გადაწყვეტილებას. იხილეთ ასევე:
· სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კოლორადოს პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.