დონალდ ტრამპს მეინის შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა

მეინის შტატის სახელმწიფო მდივანმა, შენნა ბელოუსმა -ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.
შენნა ბელოუსის განცხადებით, ტრამპი უფლებამოსილი არ არის არჩევნებში კენჭი იყაროს იმის გამო, რომ მისმა ქმედებებმა 2021 წელს -ში კაპიტოლიუმის შტურმი გამოიწვია.
34-გვერდიან გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი უნდა მოიხსნას მაინის კენჭისყრიდან აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების გამო, რომელიც ამბოხებაში ჩართულ პირს თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.
„რამდენიმე თვის განმავლობაში და 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპი იყენებდა ცრუ ნარატივს არჩევნების გაყალბების შესახებ, რათა წაეხალისებინა თავისი მხარდამჭერები და მიემართა ისინი კაპიტოლიუმისკენ“, – აცხადებს შენნა ბელოუსი.
ეს გადაწყვეტილება მეინს აქცევს აშშ-ის მეორე შტატად კოლორადოს შემდეგ, რომელიც ტრამპს პრეზიდენტის პოსტის კიდევ ერთხელ დაკავების უფლებას არ აძლევს.
ცნობისათვის, აშშ-ში სამოქალაქო ომის შემდეგ რატიფიცირებულ მე-14 შესწორებაში აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირებს, რომლებიც ფიცს დებენ კონსტიტუციის წინაშე, ეკრძალებათ თანამდებობის დაკავება, თუ ამბოხებაში მონაწილეობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება