პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპმა ორბანს უთხრა, რომ პუტინთან სამიტი გაუქმდა უკრაინაში ომის გაგრძელების გამო

ტრამპმა ორბანს უთხრა, რომ პუტინთან სამიტი გაუქმდა უკრაინაში ომის გაგრძელების გამო

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება გახდა მიზეზი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ბუდაპეშტში დანიშნული სამიტის გაუქმებისა - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე.
"მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ ჯერჯერობით უბრალოდ არ უნდათ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა" - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ პუტინთან შეხვედრა ბუდაპეშტში მაინც გაიმართოს.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ უნგრეთი კვლავაც მძლავრადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, რადგან ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. აშშ-ში ამუშავებენ ბუდაპეშტის შესაძლო სანქციებიდან გათიშვის საკითხს, რათა მას დარჩეს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შესაძლებლობა.
პარალელურად, უნგრეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესმა კომპანია MOL-მა ორბანის ვაშინგტონში ვიზიტის წინ განაცხადა, რომ შეუძლია რუსეთის ნავთობი 80 პროცენტამდე მოცულობით ჩაანაცვლოს სხვა წყაროებიდან მიღებული საწვავით. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Bloomberg-ი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.