Reuters – აშშ-ში, „შათდაუნის“ გამო, ათასობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო

აშშ-ში, ე.წ. შათდაუნთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ათასობით ავიარეისი გაუქმდა, ან გადაიდო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავიაკომპანიებმა კვირას აშშ-ში 2 800-ზე მეტი რეისი გააუქმეს და 10 200-ზე მეტი გადადეს, საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურის პერსონალის მზარდი დეფიციტის გამო.
აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის, შონ დაფის განცხადებით, „შათდაუნის“ გაგრძელების შემთხვევაში, სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი.
„საქმე მხოლოდ გაუარესდება. მადლიერების დღემდე ორი კვირით ადრე, საჰაერო მიმოსვლა ნელ-ნელა შემცირდება“, – განაცხადა დაფიმ.
Reuters-ი წერს, რომ როგორც წესი, მილიონობით ადამიანი მოგზაურობს მადლიერების დღის წინა პერიოდში, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია და წელს 27 ნოემბერს აღინიშნება.
შეგახსენებთ, ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციამ ავიაკომპანიებს დაავალა, 40 მსხვილ აეროპორტში ყოველდღიური რეისები პარასკევიდან 4%-ით შეემცირებინათ, საჰაერო მოძრაობის კონტროლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო. ფრენების შემცირებამ სამშაბათს 6%-ს უნდა მიაღწიოს, 14 ნოემბრისთვის კი – 10%-ს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო