“საერთაშორისო ამბებიდან – ორბანს ტრამპთანაც გაფუჭებია ურთიერთობა; ამასობაში ვენესუელას შეიძლება დაარტყან” – ზურაბ ფარჯიანი

დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
საერთაშორისო ამბებიდან: ● ორბანს ტრამპთანაც გაფუჭებია ურთიერთობა. რუსებთან ნავთობით ვაჭრობის უფლება მომეციო და ტრამპმა არაო. თუ ასე გაგრძელდა, 2026 წელს უნგრეთში არჩევნებია და შეიძლება ვეღარც ბუდაპეშტში იარონ მაკამ და ირაკლიმ “ორ ფეხზე”;
● პენტაგონმა უკრაინისთვის “ტომაჰავკების” გადაცემას “მწვანე აუნთო”. მხოლოდ ტრამპის ხელმოწერას ელიან;
● რუსეთი მშვიდობას არ აპირებს და “ომი უნდა” – შესაბამისად ომი უკრაინაში გაგრძელდება რომელიმე მხარის სერიოზულად დასუსტებამდე. ამიტომაც უშედეგოდ ჩაიარა ამერიკაში პუტინის ვითომ “მშვიდობისმყოფელი” წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის ვიზიტმა.
● ამასობაში ვენესუელას შეიძლება დაარტყან. მადურომ წერილი აფრინა პუტინთან, მაგრამ პუტინი უკრაინაშია “დაკავებული” მეოთხე წელია;
სხვათაშორის, წლებია რომ იძახით ზოგი, ამერიკა ნავთობის გამო შევიდა ერაყში (ეგ კიდევ ჯანდაბას) და ავღანეთშიო (!), რეალურად ამერიკა რომ სხვის ნავთობზე ნადირობდეს, ვენესუელა იქნებოდა ყველაზე სასურველი “ლუკმა”.
და კაი ხანია დროა მადუროს დიქტატურა დაემხოს.
● ტრამპი “თეთრ სახლს” არემონტებს. რემონტს რომ მორჩება, უეჭველი დაურეკავს ყაველას

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება