პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპმა მასკთან ჩხუბის გამო 1,1 მილიარდი დოლარი დაკარგა - Axios

ტრამპმა მასკთან ჩხუბის გამო 1,1 მილიარდი დოლარი დაკარგა - Axios

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილონ მასკთან კონფლიქტის გამო ერთ დღეში 1,1 მილიარდი დოლარი დაკარგა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, Trump Media & Technology Group-ის კომპანიის აქციები 8%-ით გაუფასურდა, რაც 202 მილიონი დოლარის ეკვივალენტია.
გარდა ამისა, ტრამპის მემკოინის ღირებულება 10%-ით დაეცა და მისი ქონება 900 მილიონი დოლარით შეამცირა.
თავის მხრივ, მასკმა ტრამპთან კონფლიქტის გამო ერთ დღეში დაახლოებით 34 მილიარდი დოლარი Tesla-ს აქციების გაუფასურების გამო დაკარგა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.