პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მასკმა ტრამპთან დავის გამო ერთ დღეში 34 მილიარდი დოლარი დაკარგა, ხოლო Tesla-მ 150 მილიარდი დოლარი - Bloomberg

მასკმა ტრამპთან დავის გამო ერთ დღეში 34 მილიარდი დოლარი დაკარგა, ხოლო Tesla-მ 150 მილიარდი დოლარი - Bloomberg

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს ფასი ერთ დღეში 150 მილიარდი დოლარით დაეცა, - ამის შესახებ Bloomberg-ის იტყობინება.
5 ივნისს, კომპანიის აქციები NASDAQ-ის ბირჟაზე 14.26%-ით დაეცა და აქციაზე 284.7 დოლარს მიაღწია, ხოლო ელექტრომობილების მწარმოებლის საბაზრო ღირებულება 915.75 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
NASDAQ-ის ბირჟაზე საღამოს ვაჭრობის დროს Tesla-ს აქციებმა დანაკარგების მცირე ნაწილი აანაზღაურა. აქციების ფასი 0.8%-ით გაიზარდა და აქციაზე 286.9 დოლარს მიაღწია.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის, პირადი ქონება კი ერთ დღეში 33.9 მილიარდი დოლარით შემცირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.