ტრამპი: ომის დასრულების საუკეთესო გზაა სამშვიდობო შეთანხმება და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა

-ის პრეზიდენტმა 16 აგვისტოს გამოაცხადა, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, შეხვედრა „გამოვა“, შესაძლოა, შემდეგი შეხვედრა პუტინთანაც გაიმართოს.
ტრამპის შეხვედრა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან 15 აგვისტოს ალასკაში კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.
ტრამპის განცხადება ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ ალასკის სამიტს მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტი ორშაბათს, შუადღისას ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში შეხვდება ტრამპს.

„თუ ყველაფერი გამოვა, ჩვენ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას დავგეგმავთ“, – განაცხადა ტრამპმა Truth Social-ის პოსტში.

ტრამპი თვლის, რომ საჭიროა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმებაზე გადასვლა, იმოწმებს Reuters-ი ტრამპის პოსტს: „რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზა არის პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმებაზე გადასვლა, რომელიც ომს დაასრულებს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, – თქვა მან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად