ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არც მუშაობს

დონალდ ტრამპი - ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არც მუშაობს

ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„შესანიშნავი და წარმატებული დღე ალასკაზე! რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, ისევე როგორც გვიან ღამით განხორციელებულმა სატელეფონო საუბარმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან, მათ შორის ნატო-ს დიდად პატივცემულ გენერალურ მდივანთან. ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არც მუშაობს“, - წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ორშაბათს თეთრ სახლში შეხვდება.
„თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას დავგეგმავთ. შესაძლოა, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.