ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი: ომის დასრულების გზა სამშვიდობო შეთანხმებაა და არა ცეცხლის შეწყვეტა

დონალდ ტრამპი: ომის დასრულების გზა სამშვიდობო შეთანხმებაა და არა ცეცხლის შეწყვეტა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისა და ნატოს ლიდერებთან - ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან - სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ყველას გადაწყვეტილებაა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმებაზე გადასვლაა“.
ტრამპმა თავის სოციალურ მედია Truth Social-ზე დაწერა, რომ ეს ომს დაასრულებს და უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე „უბრალო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მას „შესანიშნავი და ძალიან წარმატებული დღე ჰქონდა ალასკაში“.
ტრამპმა ასევე დაადასტურა მანამდე ზელენსკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ორშაბათს ვაშინგტონში ჩაატარებს მოლაპარაკებებს.
„თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ჩვენ დავგეგმავთ შეხვედრას პრეზიდენტ პუტინთან. პოტენციურად, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება“, - ამბობს ტრამპი.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს “პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას სამმხრივი შეხვედრის შესახებ - უკრაინა, ამერიკა, რუსეთი. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ ძირითადი საკითხების განხილვა ლიდერების დონეზეა შესაძლებელი და სამმხრივი ფორმატი ამისთვის შესაფერისია.“
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.