ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი: ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთ-უკრაინის ომზე და არა გრენლანდიაზე

ტრამპი: ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთ-უკრაინის ომზე და არა გრენლანდიაზე

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპამ ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომზე უნდა გაამახვილოს და არა გრენლანდიაზე.

NBC News-თან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, ის "100%-ით" დააწესებს ტარიფებს ევროპის ქვეყნებზე.

ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთ-უკრაინის ომზე, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ხედავთ, რა შედეგი მოჰყვა ამას. სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ევროპამ - არა გრენლანდიაზე," - განაცხადა ტრამპმა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ძალას გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა - "უკომენტაროდ".

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.