ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი: NATO 20 წელია დანიას ეუბნება: „თქვენ გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა აღმოფხვრათ“... ახლა ამის დრო დადგა და ეს მოხდება!

დონალდ ტრამპი: NATO 20 წელია დანიას ეუბნება: „თქვენ გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა აღმოფხვრათ“... ახლა ამის დრო დადგა და ეს მოხდება!
„NATO 20 წელია დანიას ეუბნება: „თქვენ გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა აღმოფხვრათ“. სამწუხაროდ, დანიამ ამასთან დაკავშირებით ვერაფრის გაკეთება შეძლო. ახლა ამის დრო დადგა და ეს მოხდება!“ - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
17 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, 8 ქვეყანას: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. მისი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1 თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1 ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.