ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის ტარიფების გამო, პარმეზანი და შამპანური საფრთხეშია – FT

ტრამპის ტარიფების გამო, პარმეზანი და შამპანური საფრთხეშია – FT

თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირიდან შესულ პროდუქციაზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, ქვეყანაში შამპანურის და პარმეზანის გაყიდვა შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამის შესახებ Financial Times წერს.
გამოცემა წერს, რომ თუ ფასები ტარიფების შედეგად მოიმატებს, ამერიკელ მომხმარებელს გაუჭირდება ევროპული დელიკატესების შეძენა.
ევროპელი მწარმოებლები შიშობენ, რომ ამერიკელი მყიდველები უფრო იაფ ადგილობრივ ანალოგებზე გადაერთვებიან.
„იმ დროს როცა რომ აშშ დამოკიდებულია მექსიკაზე ახალი პროდუქტებისთვის როგორიცაა ავოკადო და მარწყვი, ხოლო კანადაზე ისეთი ძირითადი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ხორბალი და საქონლის ხორცი, ევროპა აშშ-ს ყველაზე დახვეწილ საქონელს აწვდის“, წერს FT.
წყარო: rbc

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.