არქივი7 მარტი, 2025, 22:07
,,რუსეთის ქმედებების გამო ტრამპის რისხვა სულ უფრო ძლიერდება” – თეთრი სახლის წარმომადგენელი

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რისხვა ბოლო დღეებში რუსეთის ქმედებებისა და უკრაინაზე თავდასხმების გააქტიურების გამო, გაძლიერდა. ეს განცხადება თეთრი სახლის წარმომადგენელმა AXIOS-თან საუბარში გააკეთა.
თეთრი სახლის წარმომადგენელი ამბობს, რომ ტრამპი რუსეთის ქმედებებით უკმაყოფილოა, რადგან მოსკოვი სამხედრო დარტყმებს აძლიერებს, მაშინ როცა ის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.