თეთრი სახლი „ამერიკის ხმაზე“ – დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელები აღარ გადაიხდიან რადიკალური პროპაგანდის გამო

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელები აღარ გადაიხდიან რადიკალური პროპაგანდის გამო, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც „ამერიკის ხმის“ წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებზე, მათ შორის მიკერძოებულობაზეა საუბარი.
„”ამერიკის ხმის” ხელმძღვანელობამ უთხრა თანამშრომლებს, არ უწოდონ „ჰამასს“ და მის წევრებს ტერორისტები, გარდა განცხადებების ციტირებისა“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.
ამასთან, განცხადებაში ციტირებულია გამოცემა Daily Caller-ის ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ “ამერიკის ხმის“ მრავალმა რეპორტიორმა გამოაქვეყნა ტრამპის საწინააღმდეგო კონტენტი სოციალურ მედიაში.
თეთრი სახლის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს „ამერიკის ხმამ“ დაწერა, რომ „ბრალდებებმა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ითამაშა როლი ტრამპის სასარგებლოდ სკანდალის გამყარებაში, შეიძლება შეარყიოს ელექტრონული ფოსტის სანდოობა“, შეამცირა რა ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის ისტორიის მართებულობას.
ამასთან, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 2020 წლის ივლისში „ამერიკის ხმა“ გააკრიტიკეს „სიუჟეტისა და ვიდეოს გაზიარებისთვის, რომელიც ზედმეტად ხელსაყრელი ჩანდა „დემოკრატების“ სავარაუდო კანდიდატ ჯო ბაიდენისთვის“.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ “ამერიკის ხმის” სრულ განაკვეთზე დასაქმებულმა თანამშრომლებმა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებიდან ელექტრონულ წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად