ტრამპის მორიგი პრეზიდენტობა კანადისთვის ადვილი არ იქნება – ჯასტინ ტრუდო

დონალდ ტრამპის მორიგი პრეზიდენტობა კანადისთვის ადვილი არ იქნება, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
„რესპუბლიკელი ლიდერი დონალდ ტრამპი თუ ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც გაართულებს ცხოვრებას კანადისთვის. პირველ ჯერზე ადვილი არ იყო. მეორედ თუ იქნება, არც მეორედ იქნება ადვილი, მაგრამ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია დღე, როდესაც ამერიკელებთან ურთიერთობა ადვილი იქნება. ნებისმიერი პრემიერ-მინისტრის მთავარი პასუხისმგებლობაა კანადის ინტერესების დაცვა. ჩვენ ეს ძალიან კარგად შევძელით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – განაცხადა ტრუდომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში, დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი – ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს