ჯასტინ ტრუდო – კანადისთვის ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს

კანადისთვის გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
მისი თქმით, კანადამ უკვე გაიარა გამოწვევები ტრაპის ადმინისტრაციის პირობებში, შესაბამისად, მისი მეორე ვადით არჩევა კანადისთვის „არაპროგნოზირებად“ ვითარებას წარმოადგენს.
“გამოწვევები გამოვიარეთ, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია ოთხი წლის განმავლობაში წარმოადგენდა, როდესაც ვამტკიცებდით, რომ კანადა და უკეთეს შედეგებს აღწევენ როდესაც ამას ერთად აკეთებენ. თვალსაჩინოა, რომ ბატონი ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს”, – განაცხადა ტრუდომ.
მან აღნიშნა, რომ ოტავა ტრამპის შესაძლო მეორე ვადამდე -ში კანადის ინტერესების წინ წასაწევად ძალისხმევებს განაახლებს.
ამ მიზნით ტრუდომ “კანადის გუნდის ურთიერთქმედების სტრატეგიის” შესახებ გამოაცხადა, რომელსაც კანადის მრეწველობის მინისტრი, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი, და აშშ-ში კანადის ელჩი უხელმძღვანელებენ.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კანადა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგისთვის ემზადება, იქნება ეს ჯო ბაიდენის მეორე ვადით არჩევა თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ – საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დანაშაულია, ძალადობრივი ქმედებებით, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლითა და ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობით, გმირი ვერ გახდები

თაზო დათუნაშვილია ირაკლი კობახიძის მოხსენებაზე – ივანიშვილის პრემიერმა დაადასტურა, რომ ის არის სერიული მატყუარა, ყალიბდება დამწყებ ფაშისტად, მაგრამ ისევ „ოროსანია“ – ვერაფერს უგებს ქართულ ეკონომიკას