ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის გამარჯვება ევროპისთვის საფრთხე იქნება – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლეგარდემ თქვა, რომ 2024 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპისთვის საფრთხე იქნება.
“საკმარისია მხოლოდ შეხედოთ სავაჭრო ტარიფებს, საკმარისია დააკვირდეთ მის ჩართულობას NATO-ში, უნდა გაიხსენოთ მისი დამოკიდებულება კლიმატის ცვლილების მიმართ. მხოლოდ ამ სამ მიმართულებას თუ გავიხსენებთ, ამერიკელების და ევროპელების ინტერესები (ტრამპის პრეზიდენტობის დროს) არ იყო თანხვედრაში” – თქვა ლეგარდემ.
კრისტინ ლეგარდემ ასევე თქვა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ევროპა მარტო დარჩება უკრაინის დახმარების მიმართულებითაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.