დონალდ ტრამპი, 2025 წლის 14 აგვისტო.Andrew Harnik/Getty Imagesაშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-ს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები პაკისტანის დედაქალაქში “შესაძლოა მომდევნო ორ დღეში გაიმართოს”.
NY Post-ის ცნობით,პირველ სატელეფონო საუბარში ტრამპმა თქვა, რომ საუბრები “მიმდინარეობს, თუმცა ნელა” და მიანიშნა, რომ დელეგაციების შეხვედრის მეორე რაუნდი შესაძლოა ევროპაში გამართულიყო. თუმცა ამერიკული მედიის ცნობით, ამ საუბრიდან მცირე ხნის შემდეგ ტრამპისგან განახლება მიიღეს.
“უმჯობესია მანდ (პაკისტანში) დარჩეთ, რადგან შესაძლოა რაღაც მოხდეს მომდევნო ორ დღეში და ჩვენ ურფო იქ წასვლისკენ ვიხრებით. ეს უფრო შესაძლებელია. იცით რატომ? რადგან ფელდმარშალი შესანიშნავ საქმეს აკეთებს.” – თქვა ტრამპმა.
ფელდმარშალი, რომელზეც ტრამპი საუბრობს, არის პაკისტანის გენერალი ფელდმარშალი ასიმ მუნირი, რომელიც აშშ-ს წარმომადგენლებს გასული წლის ინდოეთ-პაკისტანის ომის დროს ესაუბრებოდა.
“ის შესანიშნავია და ამიტომაც უფრო მეტად სავარაუდოა, რომ იქ დავბრუნდებით. რატომ უნდა წავიდეთ სადმე სხვა ქვეყანაში, რომელიც არაფერ შუაშია?” – თქვა ტრამპმა.
“ვფიქრობ ის შესანიშნავი ტიპია. ეს ტიპი. ფელდმარშალი. ხომ იცით, მან ინდოეთთან ომი დაასრულა, 30 მილიონი ადამიანი გადაარჩინა.” – დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა.
NY Post-ი ასევე წერს, რომ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა ცნობასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წარუმატებელი მოლაპარაკებების აშშ-მ ირანს სთხოვა ურანის გამდიდრება ორი ათწლეულით შეეჩერებინა. “მე ვამბობ, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, არ მომწონს ეს 20 წელი,” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ არ სურს ირანმა თავი გამარჯვებულად გამოიყვანოს.