არქივი21 ნოემბერი, 2023, 08:41
ტრაგედია კახეთში - კაცს ტყეში ხე დაეცა და დაიღუპა
უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში - კაცს ტყეში ხე დაეცა და დაიღუპა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მოხდა.
კაცი ტყეში იმყოფებოდა, მოჭრილი ხე წაიქცა და ის ქვეშ მოიყოლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შეშის დამზადებას ცდილობდა.
გარდაცვლილი უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.
კახეთში, შეშის დამზადების ყოველ სეზონზე, ადამიანის გარდაცვალების რამდენიმე ფაქტია დაფიქსირებული.
არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.